Cybersecurity Fundamentals

აღნიშნული ტრენინგი შექმნილია და ხორციელდება Cyber Sensei -ის მიერ — სოციო-ტექნიკური ციფრული მდგრადობის ვექტორის მქონე კომპანია, რომელიც კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული კეთილდღეობის სფეროებს აერთიანებს საგანმანათლებლო, საკონსულტაციო, ტექნიკური და ოპერაციული საქმიანობის ფარგლებში.

ეს სასერტიფიკატო კურსი წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროს ფუნდამენტურ სასწავლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს სისტემურად შეისწავლოს კიბერუსაფრთხოება და დაიწყოს კარიერა ამ პროფესიაში, ან უკვე არის დამწყები სპეციალისტი და სურს ცოდნისა და კვალიფიკაციის გაძლიერება.

კურსი მოიცავს კიბერუსაფრთხოების მეცნიერების ყველა ძირითად მიმართულებას, საკვანძო ცნებას, პრინციპს, მეთოდოლოგიასა და პრაქტიკულ მიდგომას, რომლებიც აუცილებელია სფეროში შესაბიჯებლად. პროგრამა აგებულია ისე, რომ მსმენელმა ეტაპობრივად ჩამოიყალიბოს სრულფასოვანი საბაზისო ცოდნის ბაზა და მიიღოს ფართო სურათი როგორც ტექნიკური, ისე ორგანიზაციული და ადამიანური ფაქტორების შესახებ, რაც შემდგომში გახდება საფუძველი კონკრეტულ სპეციალიზაციებში განვითარებისთვის.

ტრენინგის ფარგლებში განიხილება კიბერუსაფრთხოების ძირითადი კონცეფციები და პრაქტიკული მიდგომები — როგორც ტექნიკური, ისე სამართლებრივი და ორგანიზაციული ჭრილში. მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე კიბერ საფრთხეების ბუნებასა და მათზე რეაგირების პროცესებს, მათ შორის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა წვდომის კონტროლი და იდენტურობის მართვა, ინციდენტების მართვა, საფრთხის მოდელირება და „Zero Trust“ მიდგომა. ასევე განხილულია ყველაზე გავრცელებული შეტევები და თავდაცვის პრაქტიკები (მაგალითად, მავნე პროგრამები და სოციალური ინჟინერია), ქსელურ და ღრუბლოვან გარემოში უსაფრთხოების პრინციპები, გამოყენებადი ინსტრუმენტები და რეალური შემთხვევები, რაც მონაწილეებს ეხმარება სფეროს სრულფასოვნად გააზრებაში.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს ექნება სისტემური წარმოდგენა კიბერუსაფრთხოების დარგზე, მისი როლის შესახებ თანამედროვე ორგანიზაციებსა და ციფრულ ეკოსისტემებში, ასევე მზადყოფნა გააგრძელოს განვითარება როგორც აკადემიური, ისე პროფესიული მიმართულებით.

ვისთვის არის ტრენინგი?

ტრენინგი განკუთვნილია:

  • ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს კიბერუსაფრთხოების მეცნიერების შესწავლა ნულიდან;
  • კიბერუსაფრთხოების დამწყები სპეციალისტებისთვის;
  • IT და ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავეებისთვის, რომლებიც გეგმავენ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კარიერულ განვითარებას.

 

კურსში შემავალი საკითხები:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს ისტორია და ევოლუცია
  • კიბერუსაფრთხოების მეცნიერებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების დარგის სამართლებრივი და ეთიკური მოსაზრებები
  • კიბერუსაფრთხოების მეცნიერება vs ინფორმაციული უსაფრთხოების დარგი
  • უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო ორგანიზაციები
  • საერთაშორისო სტანდარტიზატორი და მარეგულირებელი ორგანიზაციები
  • ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს წამყვანი საერთაშორისო, რეგიონალური და ლოკალური კანონები, სტანდარტები და აქტები
  • ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს გამოწვევები
  • კრიპტოლოგია
  • სტეგანოგრაფია
  • კრიპტოგრაფიული პროფილის კიბერ შეტევები
  • ინფორმაციული უსაფრთხოების დარგი
  • ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს საფრთხეები და მოწყვლადობები
  • იდენტიფიკაცია, ავთენტიფიკაცია და ავტორიზაცია
  • იდენტურობა და წვდომის მართვა
  • ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლები
  • ინციდენტის მართვა და რეაგირება
  • კიბერუსაფრთხოების მეცნიერება
  • საფრთხის მოდელირება
  • ნულოვანი ნდობის არქიტექტურა (Zero Trust)
  • მავნე პროგრამები (Malware)
  • კიბერ ექსპერტიზა
  • სამომხმარებლო კიბერ ჰიგიენა
  • ეთიკური ჰაკინგი
  • ანონიმურობა ინტერნეტის გლობალურ ქსელში
  • ღია წყაროების ანალიზი (OSINT)
  • სოციალური ინჟინერია
  • სოციალური ქსელებისა და მესენჯერ აპლიკაციების უსაფრთხოება
  • ქსელური უსაფრთხოება
  • უკაბელო ქსელების უსაფრთხოება
  • ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება
  • აპლიკაციის უსაფრთხოება
  • ხელოვნური ინტელექტი და კიბერ რისკები
  • Internet of Things (IoT) უსაფრთხოება
  • კრიპტოვალუტა და კიბერუსაფრთხოება
  • კორპორაციული უსაფრთხოების ხელსაწყოები
  • ცნობილი კიბერ კრიმინალები და ჰაკერები
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი – კიბერდანაშაული

 

წინაპირობა:
აუცილებელია Microsoft Windows ოპერაციული სისტემისა და კომპიუტერული ქსელების მუშაობის პრინციპებისა და არქიტექტურის საბაზისო, ელემენტარული ცოდნა.