Cybersecurity Awareness & Cyber Well-Being (Socio-Technical Approach)

აღნიშნული ტრენინგი შექმნილია და ხორციელდება Cyber Sensei -ის მიერ — სოციო-ტექნიკური ციფრული მდგრადობის ვექტორის მქონე კომპანია, რომელიც კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული კეთილდღეობის სფეროებს აერთიანებს საგანმანათლებლო, საკონსულტაციო, ტექნიკური და ოპერაციული საქმიანობის ფარგლებში.
ეს სასერტიფიკატო კურსი შექმნილია Cyber Sensei-ს უნიკალური კონცეფციის საფუძველზე და წარმოადგენს სოციო-ტექნიკურ (socio-technical) მიდგომას, რომელიც აერთიანებს კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ კეთილდღეობას (Cyber Well-Being). კურსი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტექნიკური რისკების, არამედ ადამიანური ფაქტორის გააზრებას, როგორც კიბერშეტევების ერთ-ერთ მთავარ მიზეზსა და სამიზნეს.
პროგრამა განკუთვნილია ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის და ამზადებს მათ თანამედროვე კიბერ საფრთხეებთან გამკლავებისთვის რეალურ სამუშაო გარემოში, სადაც გადაწყვეტილებები ხშირად მიიღება სტრესის, გადაღლის, ყურადღების გაფანტვისა და ინფორმაციული გადატვირთვის პირობებში. კურსი ეხმარება მონაწილეებს გააცნობიერონ, როგორ უკავშირდება მათი ყოველდღიური ციფრული ქცევა, სამუშაო ჩვევები და ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა უსაფრთხოების რისკებს.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ მოქმედებს ყურადღების ეკონომიკა, სტრესი, მულტითასქინგი და ციფრული ქაოსი უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღებაზე, როგორ იყენებენ კიბერკრიმინალები სოციალურ ინჟინერიას, ყალბ სასწრაფოობასა და ემოციურ ტრიგერებს, და როგორ შეიძლება ამ რისკების დროული ამოცნობა და თავიდან აცილება. კურსი ასევე მოიცავს კიბერჰიგიენის პრაქტიკულ საფუძვლებს — ძლიერი პაროლები, მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, პაროლების მენეჯერი, სარეზერვო ასლები, განახლებები, მოწყობილობებისა და კომუნიკაციის უსაფრთხო გამოყენება, სოციალური ქსელებისა და მესენჯერების რისკები, ელ.ფოსტისა და ვებ სერფინგის უსაფრთხოება.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები იქნებიან მზად რეალურ კიბერ ინციდენტებთან შესახვედრად როგორც ინფორმირებული და გააზრებული მომხმარებლები, შეძლებენ საფრთხეების დროულად ამოცნობას, ნაკლებად იქნებიან მოწყვლადნი ფიშინგის, სოციალური ინჟინერიისა და მანიპულაციური შეტევების მიმართ და შეიტანენ წვლილს ორგანიზაციაში უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებაში. მიღებული ცოდნა ამცირებს ადამიანურ შეცდომებზე დაფუძნებულ ინციდენტებს და ზრდის ორგანიზაციის კიბერ მედეგობას.
ვისთვის არის კურსი?
კურსი განკუთვნილია:
- ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის (არატექნიკური და ტექნიკური პერსონალი);
- მენეჯერებისა და გუნდის ლიდერებისთვის;
- კომპანიებისთვის, რომლებიც ზრუნავენ უსაფრთხოების კულტურისა და თანამშრომელთა ციფრული კეთილდღეობის გაძლიერებაზე;
ანუ ყველა იმ თანამშრომლისთვის, ვინც ყოველდღიურად მუშაობს ციფრულ გარემოში.
კურსში შემავალი საკითხები:
- სამომხმარებლო კიბერ ჰიგიენა
- პაროლების უსაფრთხოება
- ძლიერი და უსაფრთხო პაროლის შექმნა
- მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია
- პაროლების მენეჯერების გამოყენება
- მონაცემთა სარეზერვო ასლები
- პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები
- ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება
- მყარი დისკის შიფრაცია
- შეზღუდული უფლებების მქონე მომხმარებლის ანგარიშები
- ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა
- სოციალური ინჟინერია
- სოციალური ინჟინერიის შეტევების ამოცნობა
- ფიშინგი და მისი ფორმები
- სოციალური ქსელების უსაფრთხოება
- მესენჯერ აპლიკაციების უსაფრთხოება
- ინფორმაციის გაზიარება და პრივატულობა
- უკაბელო ქსელების უსაფრთხოება
- ციფრული უსაფრთხოება მოგზაურობისას
- Bluetooth კავშირის უსაფრთხოება
- სახლის უკაბელო ქსელების დაცვა
- ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება
- ანონიმურობა ინტერნეტის გლობალურ ქსელში
- Proxy
- VPN
- Tor ქსელი
- უსაფრთხო ვებ–სერფინგი
- ვებ–ბრაუზერის უსაფრთხო კონფიგურაცია
- ბრაუზერის გაფართოებების უსაფრთხო გამოყენება
- აპლიკაციების უსაფრთხოება
- აპლიკაციებისა და ანგარიშების მართვა
- აპარატურული მოწყობილობების უსაფრთხოება
- ფიზიკური უსაფრთხოება და მონაცემების საბოლოო წაშლა
- კრიპტოვალუტა და მასთან დაკავშირებული კიბერ რისკები
- ყურადღების ეკონომიკის გავლენა ადამიანის ქცევასა და გადაწყვეტილებებზე
- მრავალამოცანიანობის გავლენა კონცენტრაციასა და შეცდომების რისკზე
- ღრმა და ზედაპირული მუშაობის ბალანსი და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე
- ციფრული გარემოს გადატვირთვა და მისი კიბერუსაფრთხოების რისკები
- ეკრანისა და ციფრული სივრცის გადატვირთვა და კიბერ შეტევის ზედაპირის გაფართოება
- სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ციფრული საზღვრების დარღვევა და მასთან დაკავშირებული რისკები
- ვიდეოკომუნიკაციით გამოწვეული გადაღლა და სოციალური ინჟინერიის მიმართ მოწყვლადობა
- სტრესის გავლენა გადაწყვეტილების მიღების ხარისხზე კიბერუსაფრთხოების კონტექსტში
- სოციალური მედიის გავლენა ინფორმაციის აღქმასა და ნდობაზე
- ფიზიკური და კოგნიტური გადაღლის გავლენა უსაფრთხო ციფრულ ქცევაზე
წინაპირობა:
სპეციალური ტექნიკური ცოდნა არ არის საჭირო. საკმარისია ციფრული ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენების გამოცდილება.
კურსის გავლის შემდეგ ბენეფიციარი შეძლებს დაიცვას საკუთარი ციფრული იდენტობა, ამოიცნოს თაღლითობა და სოციალური ინჟინერია, უსაფრთხოდ გამოიყენოს ინტერნეტი, აპლიკაციები და ქსელები და მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები სტრესისა და ციფრული გადაღლის პირობებშიც.
კურსი აძლევს მას პრაქტიკულ უნარებს, თავდაჯერებულობას და რეალურ დაცვას ყოველდღიურ ციფრულ ცხოვრებაში.