აღნიშნული სერვისი შექმნილია და ხორციელდება Cyber Sensei -ის მიერ — სოციო-ტექნიკური ციფრული მდგრადობის ვექტორის მქონე კომპანია, რომელიც კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული კეთილდღეობის სფეროებს აერთიანებს საგანმანათლებლო, საკონსულტაციო, ტექნიკური და ოპერაციული საქმიანობის ფარგლებში.
OSINT-ზე დაფუძნებული OPSEC აუდიტი
(ოპერაციული უსაფრთხოების შეფასება ღია წყაროების ანალიზის გზით)
ეს სერვისი მიზნად ისახავს ორგანიზაციის შესახებ ღია წყაროებში არსებული
სენსიტიური ინფორმაციის იდენტიფიცირებას, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს
კიბერშეტევების, სოციალური ინჟინერიის ან ფინანსური და რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად.
სერვისი მოიცავს:
- ორგანიზაციული, ტექნიკური, ფინანსური და სამართლებრივი სენსიტიური ინფორმაციის მოძიებას;
- კლიენტი ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების მიერ საჯაროდ გაზიარებული მონაცემების ანალიზს;
- დეტალური ანგარიშის მომზადებას გამოვლენილი რისკების შესახებ;
- რეკომენდაციებს სენსიტიური ინფორმაციის საჯარო წვდომიდან მოხსნისა და OPSEC-ის გაძლიერების მიზნით.
რა პრობლემის გადასაჭრელად არის ეს სერვისი?
ეს სერვისი აგვარებს პრობლემას, როცა ორგანიზაციამ არ იცის, რა სენსიტიური ინფორმაციაა მასზე და მის თანამშრომლებზე საჯაროდ ხელმისაწვდომი. ასეთი ინფორმაცია ხშირად გამოიყენება:
- სოციალური ინჟინერიის შეტევებში;
- ფიშინგსა და მიზნობრივ თავდასხმებში;
- ფინანსური და რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად;
- შიდა სტრუქტურისა და პროცესების გამოსაცნობად.
ორგანიზაციებს ხშირად აქვთ ძლიერი შიდა უსაფრთხოება, მაგრამ ღია წყაროებში თვითონვე ტოვებენ შეტევის კარიბჭეს.
რას მიიღებს კომპანია იმპლემენტაციის შედეგად?
- 🔍 სრულ ხედვას, რა ტიპის სენსიტიური ინფორმაციაა ღიად ხელმისაწვდომი
- ⚠ იდენტიფიცირებულ რეალურ რისკებს სოციალური ინჟინერიისა და მიზნობრივი შეტევების კუთხით
- 📄 დეტალურ OSINT/OPSEC ანგარიშს კონკრეტული მაგალითებით
- 🛡 პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რა უნდა მოიხსნას საჯარო წვდომიდან და როგორ გაძლიერდეს OPSEC
- 📉 შემცირებულ ფინანსურ, რეპუტაციულ და ადამიანურ რისკებს