აღნიშნული სერვისი შექმნილია და ხორციელდება Cyber Sensei -ის მიერ — სოციო-ტექნიკური ციფრული მდგრადობის ვექტორის მქონე კომპანია, რომელიც კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული კეთილდღეობის სფეროებს აერთიანებს საგანმანათლებლო, საკონსულტაციო, ტექნიკური და ოპერაციული საქმიანობის ფარგლებში.
Microsoft Office 365 უსაფრთხოების სერვისები
ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს Microsoft Office 365 გარემოს უსაფრთხოების გაძლიერებაში
საუკეთესო პრაქტიკებისა და Zero Trust პრინციპების საფუძველზე.
უსაფრთხოების აუდიტი და რისკების შეფასება
- Office 365 გარემოს სრულყოფილი უსაფრთხოების აუდიტი;
- სისუსტეების გამოვლენა Secure Score მოდულის გამოყენებით;
- არსებული კონფიგურაციების შედარება მსგავსი ზომისა და სფეროს ორგანიზაციებთან.
ელ-ფოსტისა და მომხმარებლის დაცვის გაძლიერება
- Exchange Online Protection კონფიგურაციის აუდიტი და გაუმჯობესების რეკომენდაციები;
- მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (MFA) დანერგვა ყველა მომხმარებლისთვის;
- Conditional Access Policies-ის შექმნა — კონტროლი იმისა, ვინ, როდის, საიდან და რომელი მოწყობილობიდან შედის სისტემაში;
- Microsoft Defender for Office 365-ის კონფიგურაცია:
- ფიშინგისგან დაცვა;
- მავნე ბმულებისა და ფაილების ბლოკირება;
- Safe Links და Safe Attachments ფუნქციების გამართვა.
ჰიბრიდული გარემოს ინტეგრაცია
- Microsoft Entra Connect-ის დანერგვა და კონფიგურაცია;
- On-premise Active Directory-სა და Microsoft Entra ID-ს შორის მომხმარებლებისა და პაროლების ავტომატური სინქრონიზაცია;
- ჰიბრიდული ელფოსტის გარემოს უსაფრთხოების აუდიტი და შესაბამისობის რეკომენდაციები.
შენიშვნა:
Office 365-ის ფუნქციონალი დამოკიდებულია ორგანიზაციის მიერ შეძენილ ლიცენზირების პაკეტზე,
რაც განსაზღვრავს შესაძლო აქტივობების მოცულობასა და სირთულეს.
რა პრობლემის გადასაჭრელად არის ეს სერვისი?
ეს სერვისი აგვარებს პრობლემას, როცა ორგანიზაცია იყენებს Microsoft Office 365-ს, მაგრამ:
- გარემო არ არის სწორად კონფიგურირებული უსაფრთხოების კუთხით;
- მომხმარებლები დაუცველები არიან ფიშინგისა და ელფოსტის შეტევების მიმართ;
- არ არის დანერგილი MFA ან Conditional Access;
- Zero Trust პრინციპები ფორმალურად ან საერთოდ არ გამოიყენება.
შედეგად, Office 365 ხდება ერთ-ერთი მთავარი შეტევის ვექტორი.
რას მიიღებს კომპანია იმპლემენტაციის შედეგად?
- ☁ Office 365 გარემოს სრულ უსაფრთხოების აუდიტს
- 📊 Secure Score-ზე დაფუძნებულ სისუსტეების იდენტიფიცირებას
- 🔐 MFA-ის დანერგვას ყველა მომხმარებლისთვის
- 🧭 Conditional Access პოლიტიკებს — კონტროლი ვინ, როდის, საიდან და რა მოწყობილობით შედის
- 📧 ელფოსტის დაცვას ფიშინგისგან, მავნე ბმულებისა და ფაილებისგან
- 🛡 Zero Trust-ზე დაფუძნებულ, გამართულ და პროგნოზირებად უსაფრთხო გარემოს
- 📉 მნიშვნელოვნად შემცირებულ ელფოსტისა და ანგარიშის გატეხვის რისკს