ჩვენი სერვისები
Information is being updated
კიბერუსაფრთხოების და ციფრული ინფრასტრუქტურის აუდიტის სერვისები
ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ სერვისებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზაციებს
გამოავლინონ უსაფრთხოების რისკები, შეამცირონ მონაცემთა გაჟონვის საფრთხე
და გააძლიერონ კიბერუსაფრთხოების დონე როგორც მიწაზე (On-premise), ისე ღრუბლოვანი (Cloud) ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით.
OSINT-ზე დაფუძნებული OPSEC აუდიტი
- ორგანიზაციული, ტექნიკური, ფინანსური და სამართლებრივი სენსიტიური ინფორმაციის მოძიება;
- კლიენტი ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების მიერ საჯაროდ გაზიარებული მონაცემების ანალიზი;
- დეტალური ანგარიშის მომზადება გამოვლენილი რისკების შესახებ;
- რეკომენდაციები სენსიტიური ინფორმაციის საჯარო წვდომიდან მოხსნისა და OPSEC-ის გაძლიერების მიზნით.
Microsoft Office 365 უსაფრთხოების სერვისები
- Office 365 გარემოს სრულყოფილი უსაფრთხოების აუდიტი;
- სისუსტეების გამოვლენა Secure Score მოდულის გამოყენებით;
- არსებული კონფიგურაციების შედარება მსგავსი ზომისა და სფეროს ორგანიზაციებთან.
Microsoft Active Directory უსაფრთხოების სერვისები
- მომხმარებლებისა და ჯგუფების უფლებების დეტალური ანალიზი;
- ადმინისტრატორისა და მაღალი პრივილეგიის მქონე ანგარიშების გამოვლენა;
- დელეგირებული, მაგრამ გრაფიკულად უხილავი უფლებების იდენტიფიცირება.