პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი
900
  • სერტიფიკატი: 2 წლიანი ვადა
  • მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 20 სმენელი
  • On-site (ადგილზე მისვლით)

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი

     სასწავლო კურსის აღწერა: კურში განხილულია სიცოცხლისთვის საშიში სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობები. გულის უეცარი გაჩერება, ტრავმა, მოწამვლა და დახრჩობა წარმოადგენს სიკვდილის უხშირეს მიზეზებს საავადმყოფოს გარეთ განვითარებული კრიტიკული მდგომარეობების დროს, მსოფლიოს მასშტაბით. დახვეწილი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე, შემთხვევის ადგილზე, ყველაზე ხშირად დაზარალებულთან პირველი კონტაქტი უწევთ თვითმხილველებს, ამიტომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს პირველი დახმარების გაწევა და მისი სპეციფიკა პრეჰოსპიტალურ დონეზე.
სასწავლო კურსის სამიზნე კონტინგენტი
     კურსი განკუთვნილია როგორც სამედიცინო ისე არასამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერი მსმენელისთვის: ნებისმიერი კომერციული, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული თუ დასაქმების მსურველი პირისათვის, ნებისმიერი სამედიცინო სპეციალობის მქონე პირების და ექთნებისთვის, გიდებისთვის, თბოელექტრო სადგურებისთვის, ჰიდროელექრო სადგურებისთვის, მანდატურებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, საგანგებო სამსახურის თანამშრომლებისთვის (პოლიცია, სახანძრო სამსახური, მაშველები) დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის, სკოლის პედაგოგებისთვის, ძიძა-აღმზრდელებისთვის, სასტუმროს და აეროპორტის პერსონალისთვის, სუპერმარკეტის, სპორტული დარბაზის და აუზის თანამშრომლებისთვის, სასჯელაღსრულების სფეროს თანამშრომლებისთვ და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს სურვილი იცოდეს შემთხვევის ადგილზე დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების გაწევა.
მიზანი: პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების საბაზისო თეორიისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლა.
საკითხები:
  • პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმი, არსი, მიზანი.
  • გარემოს უსაფრთხოების შეფასება.
  • გულის გაჩერება, გულ-ფილტვის რეანიმაცია: დიდებში, ბავშვებში და ჩვილებში.
  • სასუნთქი გზების ობსტრუქცია და დახმარება დიდებში, ბავშვებში და ჩვილებში.
  • ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი AED.
  • გულყრა, გველის ნაკბენები, გარემო ფაქტორების ზემოქმედება.
  • ტრავმების მართვა: მოტეხილობა, ამოვარდნილობა, ხერხემლის ტრამვა.
  • სისხლდენის მართვა: შინაგანი სისხლდენის მართვა და გარეგანი სისხლდენის შეჩერების მეთოდები.
ტრენინგის ხანგრძლივობა 5 საათი (თეორია+პრაქტიკა).