სისხლდენა ვენური და არტერიული

Venous_and_arterial_bleeding

სისხლდენა ვენური და არტერიული

არავინ ვართ დაზღვეული ისეთი შემთხვევებისაგან, რომლის დროსაც მიღებული ტრავმის ან ზიანის შედეგად განვითარებული სისხლდენის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.მოგეხსენებათ, თუ სიცოცხლისთვის რამდენად საშიში შეიძლება იყოს სისხლდენა , თუ სწორ რეაგირებას არ მოვახდენთ. გარეგანი სისხლდენის შემთხვევაში უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან სისხლდენის ტიპი, არტერიულია,თუ ვენური ,რათა სწორედ ამის მიხედვით განვახორციელოთ შესაბამისი მანიპულაციები.მაგალითად: ვენური სისხლდენის შემთხვევაში სისხლს უფრო მუქი შეფერილობა აქვს და შედარებით ნელი ნაკადით მოედინება, რაც შეეხება არტერიულ სისხლდენას, ის უფრო ღია წითელია და გამოირჩევა პულსირებადი ნაკადით.რა რისკები არსებობს თუ ვერ შევაჩერებთ სისხლდენას?დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული შოკი (მდგომარეობა, რომელიც ვითარდება, როდესაც ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სისხლი იკარგება,ვეღარ ხდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება ყველა ორგანოსა და ქსოვილისათვის) . ეს იწვევს სისხლის წნევის მკვეთრად დაცემას, ორგანოების რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ასევე მაღალია ინფექციის განვითარების რისკი,ღია ჭრილობიდან შეიძლება ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები ორგანიზმში მოხვდნენ. საბოოლოოდ შეიძლება მივიდეთ ორგანოთა ფუნქციის მოშლამდე.ჩვენი პირველადი დახმარების ტრენინგი დაგეხმარებათ დაეუფლოთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ვენური და არტერიული სისხლდენის სწრაფად და ეფექტურად შეჩერებისთვის. სწავლობთ: სისხლდენის იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას: როგორ განასხვავოთ სისხლდენის ტიპები და რა მოქმედებები უნდა განახორციელოთ თითოეულ შემთხვევაში.პრაქტიკული ვარჯიშების მეშვეობით შეგიძლიათ დახვეწოთ სისხლდენის შეჩერების ტექნიკები.ამ უნარების ცოდნა დაგეხმარებათ გადამწყვეტ მომენტებში სიცოცხლის გადარჩენაში.