გულის-ფილტვის რეანიმაცია (CPR) მოზრდილებისთვის

გულის-ფილტვის რეანიმაცია (CPR) მოზრდილებისთვის

CABD (ცირკულაცია, სასუნთქი გზები, სუნთქვა, დეფიბრილაცია)
არსებობს საერთო აკრონიმი BLS-ში, რომელიც გამოიყენება იმ პირებისთვის, რომლებიც
დახმარებას უწევენ რესპირატორულ დისტრესში მყოფ და გულწასულ ადამიანებს, რათა
სწორად მოხდეს მათი მდგომარეობის შეფასება და მკურნალობა. ეს არის CAB-D
(ცირკულაცია, სასუნთქი გზები, სუნთქვა, დეფიბრილაცია). მოცემული ნაბიჯები
დაგეხმარებათ ქმედებების სწორად განხორციელებაში.
დავუშვათ ხედავთ მიწაზე მწოლიარე ზრდასრულ ადამიანს.
შეაფასეთ გარემო რათა დარწმუნდეთ რომ უსაფრთხოა ირგვლივ ყველაფერი თქვენთვის,
რათა სათანადო დახმარების გაწევა შეძლოთ დაზარალებულისთვის.
შეაფასეთ რამდენად შეუძლია რეაგირება პიროვნებას, მსუბუქად შეეხეთ მხარზე, ოდნავ
შეანჯღრიეთ, ხმამაღლა ჰკითხეთ კარგად ხართ? გესმით ჩემი?
ამ ყველაფრის მიზანია, გაიგოთ, არის თუ არა დაზარალებული გონზე და რეაგირებს თუ არა
თქვენს შეხებასა და საუბარზე.
თუ დაზარალებული არ რეაგირებს, ერთმა პირმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება და
მოიტანოს AED, ხოლო ორი ადამიანის შემთხვევაში, ერთმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო
დახმარება და მოიტანოს AED, ხოლო მეორე კი უნდა დარჩეს დაზარალებულთან.
დაზარალებული უნდა დააწვინოთ ზურგზე მყარ ზედაპირზე, რათა დაიწყოთ CPR და AED-ის
გამოყენება.

ცირკულაცია

შეამოწმეთ პულსი საძილე არტერიაზე 5-10 წამის განმავლობაში (არა 10 წამზე მეტ ხანს)
თუ დაზარალებულს აქვს პულსი: გადადით ალგორითმის სუნთქვის ნაწილზე, შეამოწმეთ
სასუნთქი გზები და განახორციელეთ ყოველ 6 წამში 1 ჩასუნთქვა, შეამოწმეთ პულსი ყოველ
ორ წუთში.თუ პაციენტს არ აქვს პულსი: დაიწყეთ CPR-ის 5 ციკლი (ეს დაახლოებით 2 წუთს
გაგრძელდება).
დაიწყეთ გულმკერდზე ზეწოლების განხორციელებით
განახორციელე 100-დან 120-მდე ზეწოლა წუთში, 30 ზეწოლა ყოველ 15-18 წამში.
მოათავსეთ ხელისგულები ერთმანეთზე გადაჭდობილი, დაზარალებულის მკერდის ძვლის
ქვედა 1/3-ზე, ძუძუს დვრილებს შორის. განახორციელეთ ზეწოლა ორივე ხელის გამოყენებით
გულმკერდზე დაახლოებით 5-6 სმ-ის სიღრმეზე. განახორციელეთ სათანადო სიძლიერითა
და სიჩქარით ზეწოლები. ყოველი ზეწოლის შემდეგ მიეცით გულმკერდს საშუალება
სრულად გაიშალოს.

ზრდასრულებში CPR-ის 1 ციკლი მოიცავს 30 ზეწოლასა და ორ ჩასუნთქვას

თუ ორნი ხართ CPR-ის 5 ციკლის განხორციელების განმავლობაში გაცვალეთ ადგილები.

სასუნთქი გზა

კოლაფსის, დახრჩობის ან ტრავმის შემთხვევაში, როცა საჭიროა სასუნთქი გზების
განთავისუფლება გამოიყენება შემდეგი მანევრები:
Jaw Thrust მანევრი, რომელიც გამოიყენება, როდესაც არ არის გამორიცხული ხერხემლის
ტრავმის არსებობა. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ხერხემლის დაზიანება,
ამიტომ: მოათავსეთ თითები ქვედა ყბის ზედაპირზე მიაწექით წინ, რათა ყბა წინ წავწიოთ.იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულის დაცემას ან გონების დაკარგვას ვინმე შეესწრო (ანუ ეს
ინციდენტი მოხდა სხვა ადამიანების თვალწინ) და არ არსებობს მიზეზი, რომ იეჭვოთ
ხერხემლის ტრავმაზე გამოიყენეთ Head Tilt-Chin Lift მანევრი: დაადეთ ხელის გული პაციენტს
შუბლზე, მსუბუქად დააწექით თავის უკან გადახრის მიზნით. მეორე ხელის თითები
მოათავსეთ ნიკაპის არეში მისი წინ და ზევით წამოსაწევად.

სუნთქვა

პაციენტის გულმკერდის და ტორსის შემოწმება:
დაზარალებულის გულმკერდისა და ტორსის მოძრაობა უნდა შემოწმდეს, როდესაც
ხორციელდება “რეაგირების შეფასების” პროცესი. ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს, აქვს
თუ არა მას არანორმალური სუნთქვა ან გაღიზიანება.


თუ პაციენტი სუნთქავს ნორმალურად:

  • განაგრძეთ პაციენტის მდგომარეობის შეფასება და უზრუნველყავით სასუნთქი გზების
    თავისუფალი მდგომარეობაში ყოფნა.
  • მოათავსეთ პაციენტი აღდგენით პოზიციაში (recovery position), მაგრამ მხოლოდ იმ
    შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს პოზიცია არ გააუარესებს პაციენტის
    დაზიანებებს.


თუ პაციენტი არ სუნთქავს ან სუნთქვას არაადეკვატურად:

  • თუ პაციენტს აქვს პულსი: დაუყოვნებლივ დაიწყეთ ხელოვნური სუნთქვის განხორციელება.


ძირითადი პუნქტები:

  • სუნთქვისა და გულისცემის შეფასება გადაუდებელ შემთხვევებში აუცილებელია.
  • ნორმალური სუნთქვის შემთხვევაში – საჭიროა სასუნთქი გზების თავისუფალ
  • მდგომარეობაში შენარჩუნება და პაციენტის შესაბამის გადამრჩენ პოზიციაში მოთავსება.სუნთქვის არარსებობის ან არასაკმარისი სუნთქვის შემთხვევაში – თუ პაციენტს პულსი აქვს,
  • საჭიროა სასწრაფოდ დაიწყოთ ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.


თუ პაციენტს არ აქვს პულსი:

  • დაიწყეთ CPR. (გადადით ალგორითმის “მიმოქცევის” ნაწილზე.)
  • გამოიყენეთ დამცავი საშუალება, თუ ხელმისაწვდომია.
  • მოუჭირეთ თითები დაზარალებულს ცხვირის ნესტოებზე შექმენით ჰერმეტული კონტაქტი თქვენი პირით პაციენტის პირზე, ან გამოიყენეთ ჯიბის ნიღაბი ან ამბუს ტომარა თითოეული ჩასუნთქვა უნდა გრძელდებოდეს დაახლოებით 1 წამი დააკვირდით გულმკერდის აწევას.
  • მიეცით დრო, რომ ჰაერი დაზარალებულისგან გამოიყოს ნორმალური CPR-ის (გულ-ფილტვის რეანიმაციის) დროს, როცა არ არის საჭირო სასუნთქი გზის სპეციალური მოწყობილობის გამოყენება განახორციელეთ წუთში დაახლეობით 6-8 ჩასუნთქვა ნორმალური CPR-ის (გულ-ფილტვის რეანიმაციის) დროს, როცა საჭიროა სასუნთქი გზის სპეციალური მოწყობილობის გამოყენება, განახორციელეთ 10 ჩასუნთქვა წუთში, არ შეწყვიტოთ გულმკერდის კომპრესიები.
  • თუ პაციენტს აქვს პულსი და არ არის საჭიროებს CPR-ს განახორციელეთ 10 ჩასუნთქვა წუთში ( 6 წამში 1 ჩასუნთქვა) გადაამოწმეთ პულსი ყოველ 2 წუთში.


თუ არსებობს უცხო სხეულით დაბრკოლება:

განახორციელეთ მუცლის კუნთებზე ზეწოლა (ჰეიმლიხის მანევრი)

უსაფრთხო პოზიცია

მოათავსეთ პაციენტი გვერდზე მწოლიარე პოზიციაში, თავით ქვემოთ, რათა სითხეებმა შეძლონ გამოდინება.


დარწმუნდით, რომ პოზიცია სტაბილურია.

მოერიდეთ გულმკერდზე ზეწოლას, რამაც შეიძლება სუნთქვა გააძნელოს.


მოათავსეთ პაციენტი ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლოთ მისი ზურგზე
გადაბრუნება.


მიიღეთ ზომები კისრის სტაბილიზაციისთვის კისრის მალების დაზიანების შემთხვევაში.
განაგრძეთ სასუნთქი გზების შეფასება და გამტარობის შენარჩუნება.


მოერიდეთ უსაფრთხო პოზიციის გამოყენებას, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის
დაზიანება.