ახალშობილის განავალი და კუჭის მოქმედება

ახალშობილის განავალი და კუჭის მოქმედება

ახალშობილის განავალი და კუჭის მოქმედება ახალშობილების კუჭის მოქმედება და განავლის მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ზრდასრული ადამიანებისგან და დამოკიდებულია კვების რეჟიმზე. პირველი განავალი (მეკონიუმი): ახალშობილის პირველი განავალი, რომელსაც მეკონიუმი ეწოდება, არის მუქი მწვანე ან შავი ფერის, წებოვანი მასა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მეკონიუმი შედგება საშვილოსნოში არსებული ნარჩენებისგან. მეკონიუმი ჩვეულებრივ პირველი 24-48 საათის განმავლობაში გამოიყოფა. ძუძუთი კვების დრო განავალი: ძუძუთი კვების შემთხვევაში, ახალშობილის განავალი ხშირად უფრო რბილი და მოყვითალო-ნარინჯისფერი იქნება. ის შეიძლება იყოს თხელი ან კარაქისებრი. ხშირ შემთხვევაში გამოიყოფა 2-3 დღეში ერთხელ, მაგრამ შეიძლება უფრო ხშირადაც. ხელოვნური კვების შემთხვევაში განავალი: თუ ბავშვი ხელოვნურ რძეს იღებს, მისი განავალი შეიძლება იყოს უფრო მყარი, შედარებით მუქი. ახალშობილების კუჭის მოქმედება: ახალშობილებს ხშირად კუჭის მოქმედება ხდება კვების დროს ან მალევე. დღეში 6-დან 10-ჯერაც კი შეიძლება, თუმცა ეს ნორმალურია. აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ: თუ 48 საათზე მეტია გასული, რაც ახალშობილს არ ჰქონია კუჭის მოქმედება, ჭირვეულობს, ან აღენიშნება სხვა საყურადღებო სიმპტომები, როგორიცაა ღებინება და შებერილობა, თუ განავალი არის სისხლიანი ან ჭარბი წყლიანი,შავი ან თეთრი, სასურველია პედიატრთან კონსულტაცია.