რა არის წითელი, ვარდისფერი თვალი?
როდესაც სხვას აღენიშნება კონიუქტივიტი, გადამდებია თუ არა იგი?
შესაძლოა თუ არა კონიუქტივიტის მკურნალობა?
შეიძლება თუ არა კონიუქტივიტის მკურნალობა?
როდის შემიძლია დავბრუნდე სამსახურში ან სკოლაში?
როგორ ავირიდოთ თავიდან კონიუქტივიტი?
როდის უნდა დავურეკო ექიმს?
რა არის წითელი, ვარდისფერი თვალი?
ეს არის ტერმინი, რომელიც აღწერს ინფექციას ან თვალის გაღიზიანებას. წითელი, ვარდისფერი თვალის სამედიცინო ტერმინი არის “კონიუქტივიტი”.
თუ თქვენ გაქვთ ვარდისფერი თვალი ან თვალები შესაძლოა:
- ვარდისფერი თვალი გახდეს წითელი, მკვეთრად ჰიპერემიული.
- გამოიხატოს გამონადენი თვალიდან
- შესაძლოა აღგენიშნოთ ქავილი და წვის შეგრძნება
- ასევე შესაძლოა გაგიჭირდეთ თვალის გახელა დაავადების დაწყების პირველ დღეს.
ვარდისფერი თვალი შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, ალერგიით ან უცნობი გამაღიზიაებელი აგენტით.

როდესაც სხვას აღენიშნება კონიუქტივიტი, გადამდებია თუ არა იგი?
დიახ. როდესაც კონიუქტივიტი გამოწვეულია ინფექციით, ის ადვილად ვრცელდება. ჩვეულებრივ, ადამიანებს გადააედებათ იგი ინფიცირებული ადამიანის თვალთან შეხებისას. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს, როდესაც ინფიცირებული ადამიანი სხვას ეხება და შემდეგ ეს ადამიანი მათ თვალებს ეხება.
თუ ვინმეს ნაცნობს აქვს ვარდისფერი თვალი, მოერიდეთ მათ ბალიშების, პირსახოცების ან სხვა პირადი ნივთების შეხებას.
შეიძლება თუ არა კონიუქტივიტის მკურნალობა?
კონიუქტივიტი შემთხვევების უმეტესობა თავისთავად გადის მკურნალობის გარეშე. როდესაც იგი გამოწვეულია ინფექციით, ინფექციის მიზეზი უმეტესწილად ვირუსია, ამიტომ ანტიბიოტიკები არ დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. მიუხედავად ამისა, ვირუსული კონიუქტივიტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე.
კონიუქტივიტის ზოგიერთი სახეობის მკურნალობა შესაძლებელია:
●ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ვარდისფერი თვალი ჩვეულებრივ თავისთავად ქრება. მაგრამ მისი მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკური თვალის წვეთებით, გელით ან მალამოებით.
●სხვა პრობლემებით გამოწვეული ვარდისფერი თვალის მკურნალობა შესაძლებელია თვალის წვეთებით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ალერგიის დროს. ეს წვეთები არ კურნავს ვარდისფერ თვალს, მაგრამ ისინი შეამსუბუქებს ქავილს და გაღიზიანებას.
თვალის წვეთების გამოყენებისას შესაძლებელია ინფექციის გავრცელება ერთი თვალიდან მეორეზე.
ამის თავიდან ასაცილებლად:
- არ შეეხოთ თქვენს ჯანმრთელ თვალს ინფიცირებულ თვალზე შეხების შემდეგ.
- არ შეეხოთ ბოთლი ან საწვეთური უშუალოდ თვალს და შემდეგ არ გამოიყენოთ მეორე თვალში.
თუ ქუთუთოები შეშუპებულია, შეგიძლიათ დაიდოთ გრილი, სველი ქსოვილი ამ ადგილას.
რა მოხდება, თუ კონტაქტურ ლინზებს ვიყენებ?
თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს და გაქვთ ვარდისფერი თვალის სიმპტომები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა შეაფასო თქვენი თვალები. რადგან, აუცილებელია ექიმმა შეაფასოს ანტიბიოტიკების საჭიროების საკითხი.
თვალის ინფექციების მკურნალობის დროს:
შეწყვიტეთ თქვენი კონტაქტური ლინზების ტარება მცირე ხნით.
●თუ თქვენი კონტაქტური ლიზნები ერთჯერადია, გადააგდეთ ისინი და გამოიყენეთ ახალი.
●თუ თქვენი კონტაქტური ლინზები არ არის ერთჯერადი, გაწმინდეთ ისინი ფრთხილად.
● გადააგდეთ თქვენი საკონტაქტო ლინზების ჩანთა და გამოიყენეთ ახალი.
როდის შემიძლია დავბრუნდე სამსახურში ან სკოლაში?
თუ თქვენ გაქვთ ინფექციით გამოწვეული ვარდისფერი თვალი, გახსოვდეთ, რომ ის ძალიან ადვილად ვრცელდება. მისი გავრცელების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა სხვა ადამიანებისგან თავის არიდებაა,მანამ სანამ სიმპტომები არ ალაგდება. თუ ეს შეუძლებელია, დაიბანეთ ხელები ხშირად, მიჰყევით ხელის დაბანის წესებს, იხ. (სურათი 1). ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ თვალებთან შეხება და ნივთების გაზიარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია.
სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, როგორც წესი, აქვთ წესები იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება დაბრუნდეს კონიუქტივიტის მქონე ბავშვი სასწავლო დაწესებულებაში. თუ მათ აქვთ ბაქტერიული ინფექცია, მათ სავარაუდოდ მოუწევთ სახლში დარჩენა, სანამ არ გამოიყენებენ ანტიბიოტიკულ თვალის წვეთებს ან მალამოებს 24 საათის განმავლობაში.
როგორ ავირიდოთ თავიდან კონიუქტივიტი?
ინფექციით გამოწვეული ვარდისფერი თვალის თავიდან ასაცილებლად:
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.
- მოერიდეთ თვალებზე შეხებას.
- მოერიდეთ პირსახოცების, საწოლების ან სხვა პირადი ნივთების გაზიარებას ადამიანთან, რომელსაც აქვს ვარდისფერი თვალები.
თუ თქვენი ვარდისფერი თვალი გამოწვეულია ალერგიით, ალერგენთან კონტაქტი აგარიდებთ თავიდან კონიუქტივიტს.
როდის უნდა დავურეკო ექიმს?
დაურეკეთ თქვენს ექიმს ან მედდას, თუ:
- თვალის დახამხამების შემდეგ მხედველობა გიჭირთ.
- თქვენი თვალი კვლავ წითელია ან აქვს გამონადენი 3 დღის შემდეგ.
- თქვენ გაქვთ თვალის ტკივილი, რომელიც ძლიერდება.
თუ თქვენ არ გაქვთ ეს პრობლემები, მაგრამ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ვარდისფერი თვალი, ექიმს ან ექთანს შეუძლია მოგცეთ რჩევა ტელეფონით.
თემა ამოღებულია UpToDate-დან: 2024 წლის 18 ოქტომბერს.